image image image image image

სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამები შერჩეულია სპეციალურად სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის. ყველასთვის ცნობიალია ის ფაქტი, რომ სწორედ ბავშვობის პერიოდი ითვლება გაძლიერებული განვითარების, ცვლილებებისა და სწავლების პერიოდად. ამ დროს ხდება არა მხოლოდ ფიზიკური და ფიზიოლოგიური ცვლილებები, არამედ აქტიურად ვითარდება ყველა ფსიქიკური პროცესი, ყალიბდება ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება, მოქმედებითი წარმოსახვა, ჩნდება ახალი გრძნობები, იკვეთება ახალი ინტერესები და ნელ-ნელა ფორმირებას იწყებს ბავშვის ხასიათიც. ამიტომაა ძალზე მნიშვნელოვანი ბავშვის ადრეულ განვითარებასა და აღზრდაზე ზრუნვა. საბავშვო ბაღში FAMILY შექმნილია ბავშვთა განვითარების მასტიმულირებელი გარემო, შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა აღზრდასა და სწავლებას.

პატარები შეისწავლიან: ქართულ ენას, სახალისო არითმეტიკას, ინგლისურ ენას, რუსულ ენას, ხელოვნებას, მუსიკას, რითმიკას. რასაკვირველი ამ ყველაფერს ბავშვები სწავლობენ თამაშის ფორმით. სკოლამდელ პერიოდში ბავშის წამყვანი ქცევა თამაშია. თამაში ბავშვის ნორმალური განვითარების მაჩვენებლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. თამაშის დროს ბავშვს უნვითარდება შემეცნებითი პროცესები: აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, მეტყველება და ა.შ. ვითარდება ნატიფი და მსხვილი მოტორიკა და სწავლობს საკუთარ შესაძლებლობებს.

საბავშვო ბაღში FAMILY ბავშვები გაივლიან სკოლამდელი მომზადების ყველა ეტაპს.